Main » Files » პოეზია(poetry) |
გალაქტიონ ტაბიძე–ქარი ქრის
2011-10-01, 10:45 PM | |
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის, ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ... ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის, სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ? როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს! შენი მე სახება დამდევს თან ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან! შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის... ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის! | |
Views: 856 | Downloads: 0 | Rating: 5.0/1 |
Total comments: 0 | |